ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მისიაა გააფართოოს ინდივიდის თვალსაწიერი განათლების, კვლევისა და ინოვაციის დანერგვის ხელშეწყობით. უნივერსიტეტი არამომგებიანი საგანმანთლებლო დაწესებულებაა, დაფუძნებული 2013 წელს.

 

უნივერსიტეტის სლოგანია „შთააგონე ზრუნვა“, ის ახალისებს ცოდნას, უნარებს და ღირებულებებს, რაც ხელს უწყობს ინდივიდების პიროვნულ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობას.

 

უნივერსიტეტი ქმნის და აფართოებს შესაძლებლობებს უმაღლეს განათლებაში, კვლევასა და ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორში. აკადემიურ მისიასთან ერთად, უნივერსიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებაა, ხელს უწყობს განათლებაზე, ჯანდაცვისა და იურიდიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას მისი გრძელვადიანი ინვესტიციების, შვილობილი კომპანიების მეშვეობით და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას.

 

 

სწავლა-სწავლება

შვილობილი კომპანიები

 

უნივერსიტეტის მფლობელობაშია არამომგებიანი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, რომელიც ნიუ ვიჟენ ჰელს ჰაბთან ერთად, საზოგადოებას სთავაზობს მრავალფეროვან სამედიცინო სერვისებს, ასევე ხელს უწყობს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს სტუდენტთა კლინიკურ მომზადებას.

 

NV-Genetics საქართველოში პირველი მოლეკულური ლაბორატორიაა, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს ადგილზე სთავაზობს სიმსივნის მოლეკულურ პროფილირებას თანამედროვე, შემდეგი თაობის სექვენირების (NGS) ტექნოლოგიით, რაც ხელს უწყობს სიმსივნის დიაგნოსტიკასა და კველვას.

 

ფინანსების სფეროში უნივერსიტეტი წარმოდგენილია ნიუ ვიჟენ დაზღვევითა და ნიუ ვიჟენ ლიზინგით. ორივე კომპანია ხელს უწყობს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების პრაქტიკულ მომზადებას და უნივერსიტეტის სოციალურ მისიას. ნიუ ვიჟენ ლიზინგი, სხვა მიზნებთან ერთად, ემსახურება განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობას მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსებით.

 

უნივერსიტეტის ინვესტიციები ხელოვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობაში მოიცავს ნიუ ვიჟენ ფილმსს, რომელიც ხელს უწყობს კინოინდუსტრიის განვითარებას, ხოლო ზარაფახანას, საქართველოს უძველესი საიუველირო კომპანიის შესყიდვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის განვითარებას ისახავს მიზნად.

 

უნივერსიტეტის შვილობილი კომპანიები ემსახურება უნივერსიტეტის მისიასა და ხედვას საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობის, ასევე სწავლების, კვლევის ინოვაციის და საზოგადოებრივი სერვისის განუყოფლობის მიმართულებით.

 

 

კვლევა 

 

საზოგადოებრივი ჩართულობა

 

უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია სოციალური პასუხისმგებლობა და ახორციელებს მრავალფეროვან საზოგადოებრივი ჩართულობის პროექტებს, რაც მიზნად ისახავს მისი ხედვის მხარდაჭერას - საზოგადოების განვითარებასა და უნივერსიტეტის პოზიტიური გავლენის გაზრდას. ინიციატივები ასევე ემსახურება სწავლისა და პრაქტიკული გამოცდილების საზოგადოებრივ სერვისთან ინტეგრაციას, უნივერსიტეტი ამზადებს პასუხისმგებლიან პროფესიონალებს.