
მარკო სეგეზიო
ასოცირებული პროფესორი, შედარებითი შრომის სამართლის მიმართულებით
მარკო სეგეზიომ იურიდიული განათლება პავიის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო დოქტორის ხარისხი შედარებით სამართალსა და „ინტეგრაციის პროცესებში“ კამპანიის ლუიჯი ვანვიტელის სახელობის უნივერსიტეტში. მისი კომპეტენციის სფერო მოიცავს შედარებით შრომით სამართალს, შედარებით კერძო სამართალსა და შედარებით რელიგიურ სამართალს. უამრავი სამეცნიერო სტატიის ავტორია შედარებით სამართალში, ხშირად გამოდის სიტყვით საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებზე; მილანის უნივერსიტეტში ასწავლიდა ადამიანის უფლებათა შედარებით დაცვასა და შედარებით კერძო სამართალს პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა კათედრაზე, ხოლო სამართლის, ეკონომიკისა და ინსტიტუტების ანალიზს აღმოსავლეთ პიედმონტის ამადეო ავოგარდოს სახელობის უნივერსიტეტში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა კათედრაზე.
მარკო სეგეზიო Contemporary Labour Law Review-ის სამეცნიერო საბჭოს წევრია, რომელიც NNLE-ის შრომის თანამედროვე შედარებითი სამართლის ცენტრის მიერ გამოიცემა, ირიცხება ჟურნალ Journal of Contemporary Law-ის რედკოლეგიაში, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამოსცემს, და რიგითი წევრია ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის თანამედროვე შრომითი სამართლის განყოფილებისა. ის მიწვეული პროფესორია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა — სამართლის კათედრაზე — და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში — სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.სეგეზიო იყო მასწავლებელი ერასმუსის პროგრამაში Legal Information Technology Community (LITC), რომლის კოორდინატორიც გალაცის Danubius University-ია.