ბრაიან რობერტ ლიქერი
პროფესორი შინაგანი მედიცინისა და ნეფროლოგიის მიმართულებით
ბრაიან რობერტ ლიქერმა სამედიცინო ხარისხი კარდიფში მიიღო, ხოლო ნეფროლოგიასა და ზოგად მეციდინაში უმაღლესი მომზადება ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ლონდონში დაასრულა. მედიცინის დოქტორის ხარისხი მელბურნში მიანიჭეს, ხოლო პოსტდოქტურანტურა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში გაიარა. ადრე Royal Free Hospital-ში კონსულტანტ-ნეფროლოგად მუშაობდა და ახალი პრეპარატების შემუშავებისა და კლინიკური ფარმაკოლოგიისადმი ინტერესს ავლენდა. ის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორია. მისი უახლესი გამოცემებიდან აღსანიშნავია „ლანცეტში“ დაბეჭდილი მრავალავტორიანი პუბლიკაცია, რომელიც შეეხება ანთების მექანიზმების ეტიოლოგიას  ასთმის დროს ანტი-IL13 ანტისხეულ ტრალოკინუმაბის გამოცდის შემდეგ და ორი ანტიმუსკარინული აგენტის ეფექტის  შედარებას კოგნიტიურ ფუნქციასა და მოძრაობის სირთულეზე. ინკონტინენციის მკურნალობის ამ მეთოდებმა კი შესაძლოა, ნაადრევი დემენციისადმი წინასწარგანწყობა გამოიწვიოს. დამოუკიდებელი კლნიკური კვლევების საწარმოებლად მან ორი კომპანია Respiratory Clinical Trials Ltd (www.respiratoryclinicaltrials.co.uk) და Nephro-urology clinical trials Ltd დააფუძნა. ორივე კომპანიას ახალი წამლებისა და ფარმაცევტული კომპანიებისთვის ხელსაწყოების  შემუშავების  წარმატებული გამოცდილება აქვს. ამას გარდა, ორივე კომპანიას დამოუკიდებელი პატენტები და გამოგონებებიც გააჩნია. 2004 წელს ბრაიანმა დააარსა წმ. დედოფალ ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი (www.qasmc.com) — სპეციალიზებული საავადმყოფო გადაუდებელი დახმარებისთვის, რომელსაც სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულებების მთელი რიგის გარდა, კლინიკური კვლევების განყოფილება და ლაბორატორიაც გააჩნია. სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ატარებს ასთმური ალერგიის ადრეული სტადიის სამკურნალო პრეპარატების კვლევებს, ასევე იკვლევს ფდქო-ს და ნერგავს ახალ წამლებს უროლოგიასა და ანდროლოგიაში.