ალექსანდრე დვალიშვილი
ასისტენტი ნეიროქირურგიის მიმართულებით
ალექსანდრე დვალიშვილს 2015 წელს მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია. 2015-2017 წლებში მან გაიარა ორდინატურა ნეიროქირურგიის მიმართულებით ბელარუსიის დიპლომისშემდგომ სამედიცინო აკადემიაში. 2017-2019 წლებში სწავლობდა შპს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს“ რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების ცენტრში ნეიროქირურგიის მიმართულებით. 2018 წელს გაიარა სტაჟირება ნეიროქირურგიულ განყოფილებაში „შარიტე საუნივერსიტეტო კლინიკაში“. 2019 წლიდან იგი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დოქტორანტი, ხოლო 2019 წლიდან მას ასისტენტის აკადემიური თანამდებობა უკავია ნეიროქირურგიის მიმართულებით. ალექსანდრე დვალიშვილი არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო კონფერენციის და სამეცნიერო სემინარის აქტიური მონაწილეა.