ᲙᲘᲜᲔᲛᲐᲢᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

პროგრამები

კინოწარმოების სპეციალისტი

კინოწარმოების სპეციალისტის პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მსმენელებს გააცნოს კინოწარმოების ყველა ეტაპი, თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან შერწყმით. პროგრამა უზრუნველყოფს კინოწარმოების პროცესის სრულყოფილ გააზრებას, ტექნიკური ასპექტების დაუფლებას, შემოქმედებით ჯგუფთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარის განვითარებას და ეთიკური პრინციპების დაცვას.

ნახვა

კინოს მემონტაჟე

პროგრამის მიზანია პირის მომზადება, რომელსაც შეუძლია ვიდეო და აუდიო მასალის დამუშავება და მონტაჟი სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, სცენების თანმიმდევრულად დალაგება ან/და ხელახალი გადალაგება, მონტაჟის დროს ხმის ბალანსი, ფონური მუსიკის და ხმის ეფექტების ინტეგრირება, ასევე ფერის კორექცია სპეციალური აღჭურვილობის და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

ნახვა

კინო კამერის ოპერატორი

პროგრამის მიზანია მსმენელის აღჭურვა პრაქტიკული უნარებითა და ცოდნით, რომლებიც აუცილებელია კინოინდუსტრიაში კამერის ოპერატორის პროფესიული წარმატებისათვის. მსმენელები მიიღებენ ცოდნას კამერის ფუნქციონალის, ლინზების ნაირსახეობების, კადრის კომპოზიციის, განათების ტექნიკის და რთულ პირობებში გადაღების შესახებ. თეორიულ კომპონენტთან ერთად, მსმენელები გამოიმუშავებენ ისეთ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც გააძლიერებენ მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს და მხატვრულ ხედვას.

ნახვა

კინო განათების ტექნიკოსი

პროგრამის მიზანია ისეთი პირის მომზადება, რომელიც კინოს ოპერატორთან ერთად კოორდინირებას უწევს განათების აპარატურის მონტაჟს როგორც კინოს გადასაღებ პავილიონში, ისე გარე ლოკაციაზე. აპარატურის მონტაჟის შემდეგ, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მოახდენს განათების წყაროების შუქის ფერისა და ინტენსივობის ცვლილებას, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით მართვის განათებას.

ნახვა