საერთაშორისო კლინიკური როტაციები, როგორც პერსონალიზებული განათლების ნაწილი
2021 წლის 16 აგვისტოდან, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის ბრიტანელმა სტუდენტებმა დაიწყეს კლინიკური როტაციები ესექსის ზოგადი პრაქტიკის ჰოსპიტლებში (დიდი ბრიტანეთი), რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია უნივერსიტეტში პერსონალიზებული განათლების დანერგვის გასაუმჯობესებლად.
სტუდენტების საერთაშორისო როტაციები შეამცირებს Covid-19 პანდემიის გამო კლინიკურ სწავლასთან დაკავშირებულ გარკვეულ შეფერხებებს. როგორც პერსონალური განათლების ნაწილი, სტუდენტებს აქვთ საშუალება აწარმოონ დაკვირვება, კლინიკური მსჯელობა, პაციენტის საწოლთან სწავლა და კლინიკური უნარების დახვეწა იმ გარემოში, რომელიც საუკეთესოა პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის. კლინიკურ როტაციებს ზედამხედველობენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გაერთიანებული სამეფოში მყოფი პროფესორები, რაც წარმოადგენს განათლების ინტერნაციონალიზაციის კარგ მაგალითს. ასეთ მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტუდენტთა მომავალი კარიერისთვის.