ნატალია წერეთელი
ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირებისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით
ნატალია წერეთელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ალაბას ბიზნესსკოლის მიერ (საბერძნეთის ამერიკული უნივერისიტეტი), იგი ასევე ფლობს დიპლომირებული სტომატოლოგის კვალიფიკაციას, გავლილი აქვს რეზიდენტურა ორთოდონტიასა (2004 – 2005 წლებში) და სტომატოლოგიაში (2005 – 2008 წლებში). 2005 წელს გაიარა სტაჟირება მასაჩუსეტსის ჰოსპიტალში (ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ბოსტონი, აშშ). მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო მენეჯმენტის მიმართულებით. 2016-2017 წლებში ის იყო ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი. 2015 წლიდან დღემდე არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ლექტორი. 2017 წლიდან დღემდე ფონდ „ბიზნესი კიბოს წინააღდეგ“ დირექტორი.