ლიტა სურმავა
ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით
ლიტა სურმავამ 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთშორისო სამართლის ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით; მას მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ (საქართველო, 2013) და ევროპული სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ევროკავშირის სამართალში სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მიერ (შვედეთი, 2005). მისი კვლევის სფეროებია: ევროკავშირის ინსტიტუციური სამართალი, კონკურენციის სამართალი, სამართლებრივი დაახლოება/ჰარმონიზაცია. მას მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სტიპენდია, მათ შორის: შვედური ინსტიტუტის (შვედეთი), ლოძის უნივერსიტეტის (პოლონეთი) და სხვ.; ის იყო განვითარებისა და რეფორმების ფონდის (პრეზიდენტის ფონდი) სტიპენდიატი. ლიტა სურმავა აგრეთვე იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი.
საკონტაქტო ინფორმაცია: lsurmava@newvision.ge