გრეგ ბონდი
პროფესორი მედიაციის მიმართულებით
გრეგ ბონდი არის მედიატორი - ინტრა და ინტერორგანიზაციული კონფლიქტების მოგვარების ექსპერტი. მას ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მინიჭებული აქვს ნოტინგემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მიერ 1992 წელს. იგი ამავდროულად არის ვილდაუს უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი (ბრანდენბურგი, გერმანია), სადაც 2005-2010 წლებში ბიზნეს-სამართლის პროგრამის დირექტორი იყო და 2016 წლიდან კონფლიქტების მოგვარების საკონსულტაციო სამსახურის კოორდინატორი. არის გერმანიის მედიატორთა ასოციაციის წევრი, ნოტინგჰემის მედიაციის ცენტრის მრჩეველი და მედიაციისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მრავალი პუბლიკაციის ავტორი.