თამოთირამპილეი ნიმალა-რაჯ
პროფესორი საოჯახო მედიცინისა და ანატომიის მიმართულებით
თამოთირამპილეი ნიმალა-რაჯი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დიდი ბრიტანეთის კამპუსის (NVU-UK) ხელმძღვანელი და პროფესორია საოჯახო მედიცინის და ანატომიის მიმართულებით. ასევე, იგი არის უნივერსიტეტის ბრიტანელი პერსონალის პროვოსტი, რომელიც აკოორდინირებს სასწავლო პროცესის, კლინიკური როტაციებისა და სტაჟირებების მიმდინარეობას დიდ ბრიტანეთში. ის გახლავთ ქარიზმატული ლიდერი სამედიცინო აკადემიაში, სკოლაში, ასევე კლინიკურ და კორპორაციულ მედიცინაში. მას ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურში მთავარი ექიმის ადგილი უკავია, ამას გარდა, ფლობს წამყვან პოზიციებს კორპორაციულ დაწესებულებებსა და კერძო სამედიცინო კლინიკებში. სწავლება მისი გატაცებაა, ამიტომაც სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს ანატომიას დიდი ხალისით ასწავლის. 1996 წლიდან კარიბის სამედიცინო სკოლაში თავის 3 ყოფილ სტუდენტთან ერთად ასწავლის. მოგვიანებით მიიღო პროფესორის სტატუსი და საკვანძო თანამდებობები ეკავა კარიბის საბჭოში, ამას გარდა, 7 წელი გახლდათ დეკანი.