სოფი კიკოშვილი
ასისტენტი კერძო სამართლის მიმართულებით
სოფი კიკოშვილი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი და ასისტენტი კერძო სამართლის მიმართულებით. მას მოპოვებული აქვს სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ასევე მაასტრიხტის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) LL.M საერთაშორისო და ევროპის ეკონომიკურ სამართალში (2011). 2009 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას კერძო სამართლის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში. 2007-2008 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში. მას აქვს საჯარო სექტორში და არაერთ კერძო ორგანიზაციაში იურისტად მუშაობის გამოცდილება. ამჟამად იგი არის საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია „ბლექ სი გრუპის“ იურიდიული სამსახურის უფროსი.