ჯეიკობ ფოლ რიიდ
ასოცირებული პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით
2019 წელს ჯეიკობმა „ტრინიტის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით დაამთავრა. თავის სადოქტორო დისერტაციაში გამოიკვლია სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები ქრისტიანულ და სეკულარულ ინსტიტუციებს შორის. ეს თემა მან არაერთ საერთაშორისო კონფერენციაზეც წარადგინა. გარდა განათლების ადმინისტრირებაში სასწავლო კურსების გაძღოლისა, კვლევითი უნარების და კომუნიკაციის სწავლებისა, სასწავლო პროგრამების განვითარებასა და პროგრამულ ცვლილელებში მონაწილეობისა, ის ზედამხედველობას უწევს დოქტორანტებსაც. მის ინტერესებშია აგრეთვე საერთაშორისო განათლება, საერთაშორისო ურთიერთობები და  კულტურათშორისი სწავლება. ფოლ რიიდი ასევე ფლობს ხელოვნების მაგისტრის წოდებას ინტერკულტურულ კვლევებში.