საიდ სალიმ საიდ ალ-შანფარი
ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
საიდ სალიმ საიდ ალ-შანფარის არაერთ აღმასრულებელ თანამდებობაზე უმუშავია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში, სადაც ინიდივიდუალურ და კორპორაციულ დონეზე მართავდა და შეიმუშავებდა სხვადასხვა სერვისს. ასევე ნამუშევარი აქვს ომანში ტურიზმის სექტორის განვითარებაზე, რისთვისაც დაუსახავს სტრატეგიები და რეგიონული და საერთაშორისო კონფერენციები და გამოფენები მოუწყვია. ამჟამად ის ომანის საკონფერენციო & საგამოფენო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია, რომელსაც „ღონისძიებათა ახალი მიმართულება მსოფლიოში“ ჰქვია.
სანამ 2018 წელს ომანის საკონფერენციო და საგამოფენო ცენტრს ჩაუდგებოდა სათავეში, ომანის სატელეკომუნიკაციო კომპანია „ომანტელში“ 2016 წლიდან კომუნიკაციების მარკეტინგის და წარმოების გენერალური მენეჯერი იყო. საიდ სალიმ საიდ ალ-შანფარიმ რვა ნაყოფიერი წელი გაატარა ომანში, ყატარის ტელეკომპანიაში (Ooredoo). ამ დროის განმავლობაში მას არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა: ბიზნესისა და მარკეტინგის დირექტორი (2013-2016), ბიზნესის განვითარების განყოფილების უფროსი (2011-2013) და წარმოებისა და მომსახურების გუნდის ხელმძღვანელი (2008-2011). ალ-შანფარი ასევე ნამუშევარია საემიეროების ტელეკომპანიაში (DU) წარმოების მენეჯერად. ამას გარდა, ის საერთაშორისო სტარტაპის გუნდის წევრი იყო, რომელმაც კომპანია 2006 წელს აამუშავა. 2005-06 წლებში ალ-შანფარი წარმოების დეველოპერად მუშაობდა „ომან-მობაილში“, ხოლო 2003-2005 წლებში სულთან კაბუსის უნივერსიტეტის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო კვლევით ცენტრში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა.
საიდ სალიმ საიდ ალ-შანფარი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაგისტრის ხარისხს ფლობს, რომელიც მას 2007 წელს დიდი ბრიტანეთის ჰალის უნივერსიტეტმა მიანიჭა. ის ასევე გახლავთ ბაკალავრი კომპიუტერული საინფორმაციო სისტემისა და საერთაშორისო ბიზნესის განხრით. ეს ფაკულტეტი მან სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში 2002 წელს დაამთავრა. ალ-შანფარმა 2019 წელს ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციისგან ასოცირებული მწვრთნელის (ქოუჩის) სერტიფიკატი მიიღო და იმავე წელს გახდა LEGO SERIOUS PLAY მეთოდის სერტიფიცირებული მწვრთნელი. იგი 2017 წელს (გენდირექტორის ეროვნული პროგრამის მიერ) ომანიდან 100 ხელმძღვანელს შორის დასახელდა. ის ასევე აირჩიეს ტოპ 100 გავლენიან პირს შორის ომანში ჟურნალ „ომანის ეკონომიკური მიმოხილვის“ მიერ 2019 წელს.
საიდს ჩატარებული აქვს კორპორაციული ღირებულების, საორგანიზაციო კულტურის, ეფექტური კომუნიკაციისა და ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად დონის ასამაღლებელი ბევრი სამუშაო შეხვედრა. კარიერის განმავლობაში დასწრებია ბევრ სპეციალიზებულ კურსს, მაგალითად, 2014 წელს Human Resources Skills Management ლონდონის ბიზნესსკოლაში, 2015 წელს The IMD Management Leadership Certificate შვეიცარიაში და 2018 წელს CTI-ის თვითსწავლების კურსები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.