თეა ხომასურიძე
ასოცირებული პროფესორი, გლობალური ისტორიისა და მედიტერიანიზმის მიმართულებით.
თეა ხომასურიძემ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წელს უმაღლესი შეფასებით დაიცვა მსოფლიო ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მან დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა მსოფლიო ისტორიის მიმართულებით. თეა ხომასურიძეს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, აგრეთვე — ლიტერატურული თარგმანები. ფლობს რამდენიმე უცხო ენას, აქტიურად თანამშრომლობს ესპანეთის ალკალის უნივერსიტეტთან, მადრიდის სასაზღვრო არქივთან, პრაღის კარლის უნივერსიტეტთან.
თეა ხომასურიძე არის მადრიდის სოციალური მეცნიერებების განვითარების ცენტრის წევრი. 2019 წელს იგი მიწვეული იყო სალამანკის უნივერსიტეტის მიერ გამართულ საერთაშორისო კონგრესზე, სახელწოდებით „ძალადობა ისტორიაში“.