პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიების შედარება საშინაო სამართლებრივი სისტემების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების დარგში – COMPASS” დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ ჟან მონეს 2020 წლის პროგრამის ფარგლებში.
პროექტს ხელმძღვანელობს ბრუსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი). პროექტის პარტნიორებია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (საქართველო), ეროვნული უნივერსიტეტი „კიევის მოჰილა აკადემია“ (უკრაინა) და ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია). თანამშრომლობა ითვალისწინებს მონაცემთა ბაზის შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში სამართლებრივი დაახლოების პროცესების შედარებას (მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებების დონეზე). დაგეგმილია ერთობლივი სასწავლო და კვლევითი ღონისძიებები ზაარლანდის უნივერსიტეტის მეთოდოლოგიური მხარდაჭერით.