ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი 2015 წლის დეკემბრიდან მონაწილეა პროექტის – „ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში“ (Descnet). პროექტში ჩართულია ცხრა უნივერსიტეტი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის:
- ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
- გრაცის (კარლ-ფრანცის) უნივერსიტეტი (ავსტრია)
- იედიტეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
- ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (საქართველო)
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
- ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი (საქართველო)
- ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
- ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი)
- ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტი (რუსეთი)
აღნიშნული პროექტის მიზანია ევროპული კვლევების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საქართველოში. პროექტის მუშაობის შედეგად შეიქმნა სამეცნიერო საზოგადოება – „ევროპული კვლევების ასოციაცია კავკასიისათვის“ – (AESC). ასოციაცია კავკასიის რეგიონში ევროკავშირის თემატიკაზე მომუშავე ლიდერი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია რეგიონის განვითარებისა და პარტნიორი ინსტიტუციების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებულია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი გაგა გაბრიჩიძე.
პროექტის სამი ძირითადი მიმართულებაა: სწავლება, კვლევების გაუმჯობესება და გავრცელება.