კინოწარმოების სპეციალისტი

პროგრამა მოიცავს კინოწარმოების ყველა ძირითად ასპექტს, დაწყებული ზოგადი თეორიული ცოდნით, როგორიცაა კინოწარმოების ეტაპები და ციკლი, შემოქმედებითი ჯგუფის სტრუქტურა და მუშაობის პრინციპები, და დამთავრებული უფრო სპეციფიკური უნარებით, როგორიცაა კინოტექნიკის სახეობებისა და მათი ფუნქციების ცოდნა, გუნდური მუშაობის უნარები, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ეთიკური პრინციპების დაცვა. პროგრამა ასევე მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტს, რომელიც მსმენელებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ მიღებული ცოდნა კონკრეტული კინოპროექტების შედგენასა და განხორციელებაში.

პროგრამა 26 კვირის მანძილზე გრძელდება, კვირაში 8 სთ დატვირთვით, განმავითარებელი შეფასება დაგეგმილია ყოველ კვირას, ხოლო მე-6 და 26 კვირას დაგეგმილია განმსაზღვრელი შეფასება - 12 სთ შეფასდება როგორც თეორიული, ასევე
პრაქტიკული კომპონენტი, შეფასება განხორციელდება კინოსკოლაში. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
გარდა ამისა, კურსდამთავრებული დამატებით მიიღებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აიოვას შტატში მდებარე მაჰარიშის საერთაშორისო უნივერსიტეტის კინოხელოვნების სკოლის სერტიფიკატს.

პროგრამებზე რეგისტრაციაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-programs
ბმულზე გადასვლის შემდეგ, გთხოვთ მოიძიოთ ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამები.

პროგრამები შემუშავებულია და ხორციელდება „USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამის ფარგლებში.
ეს პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.
პროგრამა (კვალიფიკაცია)კინოწარმოების სპეციალისტი
კრედიტი/ხანგრძლივობა26 კვირა
სწავლის წლიური ღირებულება3000 ₾
სწავლების ენაქართული