ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანია, სტუდენტებს შესთავაზოს მრავალმხრივი განათლება ბიზნესის მართვის და/ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. სტუდენტებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანი გააკეთონ შეთავაზებულ მრავალფეროვან საგნებს შორის და არ შემოიფარგლონ მხოლოდ ერთი, კონკრეტული კონცენტრაციით, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაიფართოონ ცოდნა და თავად შეარჩიონ სასურველი აკადემიური ხარისხი. 

პროგრამა მიზნად ისახავს, შეასწავლოს სტუდენტებს ორგანიზაციების ხასიათი და სტრუქტურა, ხელი შეუწყოს მათ როგორც მხარდამჭერის, ისე ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევებს და თავდაჯერებულობას, რათა იქცნენ გლობალური ბიზნესის/ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროს ნაწილად. ისინი შეისწავლიან, თუ როგორ უნდა იყვნენ ინოვაციურები, ახლებურად გაიაზრებენ ბიზნესის/ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამედროვე ასპექტებს. სტუდენტები გამოიმუშავებენ კომპეტენციებს, რომლებიც მოამზადებენ მათ პასუხისმგებელი მენეჯერების/ტექნიკური პერსონალის როლის შესასრულებლად სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ საწარმოში. 

სტუდენტებს ჩამოუყალიბდებათ პროფესიული კომპეტენციები ბიზნესის და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში, ისინი მიიღებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ხელმძღვანელობის, მართვის, ფინანსების/ბუღალტრული აღრიცხვის, მარკეტინგის და ბიზნესკომუნიკაციების სფეროში. 
ასევე, სტუდენტები მიიღებენ საჭირო ცოდნას პრობლემის გადაჭრის ახალ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გზების მოსაძიებლად და არსებულის გასაუმჯობესებლად პროგრამირების ტექნიკისა და რელატიურ მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების მეშვეობით. კურსდამთავრებულები შეძლებენ მათემატიკური მოდელების შედგენას და შესაბამისი გამოთვლითი ალგორითმების რიცხვით რეალიზაციას. 

პროგრამა (კვალიფიკაცია)ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, ინფორმატიკის ბაკალავრი
კრედიტი/ხანგრძლივობა240 კრედიტი / 4 წელი
სწავლის წლიური ღირებულება2250 ₾
სწავლების ენაინგლისური