ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
პროგრამის მიზანია, სტუდენტები აღზარდოს ფართო განათლების მქონე საწარმოთა მენეჯერებად, აღმასრულებელ პირებად და/ან მეწარმეებად,რომელთაც კარგად ესმით ბიზნესის არსი და ფლობენ სხვადასხვა ბიზნეს სიტუაციაში და ბიზნეს საკითხების მიმართ გამოყენებადი საშუალებებისა და მეთოდების ფართო სპექტრს. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულება საშუალებას მისცემს სტუდენტებს, ერთიანად გაიაზრონ ყველა ის თეორია, უნარ-ჩვევა თუ საშუალება, რომლებიც მათ სასწავლო პროცესის განმავლობაში შეისწავლეს და მოახდინონ მათი ინტეგრირება სწავლაზე დაფუძნებულ გამოცდილებაში, რაც წარმოაჩენს კონკურენტული გარემოს ბუნებას და წარმატების მისაღწევად აუცილებელი სტრატეგიული მანევრირების ხასიათს. პროგრამის მიზნები, განხორციელების სტრატეგია და მეთოდები ემსახურება მისი მონაწილეების შესაძლებლობების დახვეწას, საკუთარი ცოდნა და უნარ-ჩვევები რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უზრუნველყოფას და ბიზნესის სამყაროში მიმდინარე ცვლილებების პროფესიული განვითარების მხრივ გამოყენების უზრუნველყოფას.
ძირითადი კურსები სტუდენტებს ბიზნესის/მართვის სფეროს საფუძვლიან ცოდნას აძლევს, რაც აფართოებს მიმართულების და მისი ქვემიმართულებების აღქმას. ძირითადი კურსების (კოდირებული BUSA) შეთავაზება ხდება მთელი პროგრამის განმავლობაში და ისინი სტუდენტებს ცოდნის (თეორიულისა და პრაქტიკულის) ფორმირების, ცოდნისა და სხვა უნარ-ჩვევების მენეჯერული/ადმინისტრაციული თანამდებობების წარმატებით დაკავების მიზნით გამოყენების საშუალებას აძლევენ, ასევე ამზადებენ მათ სამეწარმეო საქმიანობისათვის. ძირითადი კურსები მხოლოდ ბიზნესის სფეროში ფართოდ გამოყენებული კომპეტენციების განვითარებას ემსახურება.
არჩევითი კურსები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო ღრმად გაიაზრონ ბიზნესის მართვის არსი და დახვეწონ საკუთარი კომპეტენციები შერჩეული მიმართულებით ან ზოგადად. პროგრამა ხელს უწყობს კვლევითი და მენეჯერული/პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ისეთი სპეციალური კომპონენტების მეშვეობით, როგორებიცაა: „ბიზნესის განვითარებასა და მეწარმეობის შემაჯამებელი სემინარი“ და სამაგისტრო ნაშრომი. მენეჯერული უნარ-ჩვევების დახვეწისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის პროგრამა მოიცავს ყოვლისმომცველ პრაქტიკულ კომპონენტს, როგორციაა „ბიზნესის განვითარებასა და მეწარმეობის შემაჯამებელი სემინარი“, რომელიც სტუდენტმა უნდა აირჩიოს ყველა ძირითადი კურსის დასრულების შემდეგ. იგი გულისხმობს აქტიურ მეცადინეობებს მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისა და მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარების მიზნით.
გამოყენებული მეთოდები, ძირითადად, პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას ემყარება და მოიცავს ინტერაქტიულ სწავლებას (საკლასო დისკუსიების ჩათვლით) და დამოუკიდებელ პირად განვითარებას თეორიული კომპონენტების, პრობლემების გადაჭრისა და პრაქტიკული გამოცდილების მეშვეობით, რაც მიზნად ისახავს მენეჯერული/სამეწარმეო საქმიანობის წარმატებით განხორციელებისა და მართვისათვის საჭირო ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების განვითარებას მუდმივად ცვალებადი რთული ბიზნესგარემოსა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
პროგრამის თითქმის ყველა სასწავლო კურსით გათვალისწინებული „მოწვეული მომხსენებლის სემინარის“ სერია საშუალებას აძლევს სტუდენტებს, კავშირი და ურთიერთობა დაამყარონ კოლეგებსა და სპეციალისტებთან ბიზნესის სხვადასხვა სფეროში, ისწავლონ და საკუთარი ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენონ რეალურ შემთხვევებთან და ბიზნეს პრობლემებთან დაკავშირებით და შექმნან, განავითარონ და გამოსცადონ კოლექტიური ცოდნის კულტურა და გამოცდილების გაზიარება პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს შორის.