ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

პროგრამა უპირატესად შემუშავებულია იმისათვის რომ სტუდენტებს შესთავაზოს მრავალმხრივი განათლება ბიზნესის მენეჯმენტის სფეროში. სტუდენტები მიიღებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს მენეჯმენტის, ფინანსების, ბუღალტერიის, მარკეტინგის და ბიზნესის კომუნიკაციის სფეროებში. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გააკეთონ თავისუფალი არჩევანი შეთავაზებულ მრავალფეროვან საგნებს შორის, გაიფართოონ ცოდნა და სურვილის შემთხვევაში, მიიღონ დამატებითი კვალიფიკაცია სხვადასხვა შეთავაზებულ დარგში. ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევებსა და თავდაჯერებულობას, რათა იქცნენ გლობალური ბიზნესის სამყაროს ნაწილად. ისინი შეისწავლიან, თუ როგორ უნდა იყვნენ ინოვაციურები, ახლებურად გაიაზრებენ ბიზნესის თანამედროვე ასპექტებს. სტუდენტები გამოიმუშავებენ კომპეტენციებს, რომლებიც მოამზადებენ მათ პასუხისმგებელი მენეჯერების როლის შესასრულებლად სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ საწარმოში.

პროგრამა (კვალიფიკაცია)ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
კრედიტი/ხანგრძლივობა240 კრედიტი / 4 წელი
სწავლის წლიური ღირებულება2250 ₾
სწავლების ენაინგლისური