კინო განათების ტექნიკოსი
განათების ტექნიკოსი პასუხისმგებელია სწორ და ხარისხიან განათებაზე გადაღებების დროს. რეჟისორთან, ოპერატორსა და მხატვართან ერთად განიხილავს შესასრულებელი სამუშაოს მხატვრულ კონცეფციას. მასალის კონცეფციის შესაბამისად, არჩევს სათანადო განათების აპარატურას, ტექნიკას, აქსესუარებს, კაბელებს, ელექტროგენერატორს. გადაღების მსვლელობის დროს მართავს განათების სისტემას და პასუხისმგებელია განათების სისტემის უნაკლო მუშაობასა და დასახული მიზნის სრულყოფილად შესრულებაზე. პასუხისმგებელია ტექნიკის გამოყენების წესების დაცვაზე.
პროგრამის ხანგრძლივობაა 26 კვირა, კვირაში 8 სთ დატვირთვით, სწავლის შედეგების შეფასება ხდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით. განმავითარებელი შეფასება დაგეგმილია ყოველ კვირას, ხოლო სწავლის შედეგების განმსაზღვრელი შეფასება დაგეგმილია 26-ე კვირას-გამოკითვა და პრაქტიკული დავალება დაკვირვებით. სწავლება განხორციელდება კინოსკოლაში და პარტნიორ ორგანიზაციაში. მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარებს.
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. გარდა ამისა, კურსდამთავრებული დამატებით მიიღებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აიოვას შტატში მდებარე მაჰარიშის საერთაშორისო უნივერსიტეტის კინოხელოვნების სკოლის სერტიფიკატს.
ბმულზე გადასვლის შემდეგ, გთხოვთ მოიძიოთ ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამები.