სისხლის კომპონენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მრავალი პაციენტისთვის. სწორედ ამიტომ, ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სისხლის ბანკი გთავაზობთ, გახდეთ დონორი მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.
ამ არაკომერციული პროგრამის მიზანია:
- საქართველოში უანგარო დონაციის იდეის პოპულარიზაცია;
- დაავადებების დროული გამოვლენა და გართულებების პრევენცია;
- სისხლის ყველა ჯგუფისა და რეზუსის კომპონენტის საჭირო მარაგის შენარჩუნება – შედეგად, მეტი გადარჩენილი სიცოცხლე!
ყველა ზრდასრულ და ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია სისხლის დონაცია ყოველ 2 თვეში ერთხელ. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს შეუძლია გაიღოს სისხლი და საკუთარი ჯანმრთელობისათვის სრულიად უსაფრთხოდ მიიღოს სხვის სიცოცხლეზე ზრუნვით განცდილი სიამოვნება.
ამასთან, სისხლის ბანკი საშუალებას გაძლევთ უფასოდ და კონფიდენციალურობის სრული დაცვით ჩაიტაროთ შემდეგი გამოკვლევები:
- სისხლის საერთო ანალიზი;
- ჰემოგლობინი;
- B და C ჰეპატიტი;
- აივ ინფექცია (შიდსი);
- ათაშანგი (სიფილისი).
ასევე დაადგინოთ თქვენი სისხლის ჯგუფი და რეზუსი.
კონტაქტი: 0159 ქ.თბილისი, ბოხუას ქუჩა № 11
ტელ: 032 223-83-93
ელ-ფოსტა: bloodbank@newvision.ge
მრგვალი მაგიდა სისხლისა და მისი კომპონენტების სამართლებრივ მოწესრიგებაზე
„დაეხმარე სხვას, გაიღე სისხლი, გადაარიჩინე სიცოცხლე“
სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე
მაჰარაშტრას დღის აღნიშვნა სისხლის გაღების აქციით
სისხლის დონაციის იდეის პოპულარიზაცია