ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ლაბორატორიისა და ტრენინგცენტრის მიზანია გადაუდებელ მდგომარეობასთან შეხების მქონე სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პერსონალის პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ცენტრი ახორციელებს საერთაშორისო და ეროვნული სერტიფიცირების მქონე შემდეგ სასწავლო პროგრამებს:
- სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (Basic Life Support (BLS);
- სიცოცხლის გადარჩენის პედიატრიული ბაზისური ალგორითმი (Paediatric Basic Life Support (PBLS);
- პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (First Aid).
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ლაბორატორია და ტრენინგცენტრი ახორციელებს ევროპის რეანიმაციის საბჭოს (European Resuscitation Council) სასწავლო კურსებს საქართველოში. სასწავლო კურსებს უძღვებიან ევროპის რეანიმაციის საბჭოსა და ამერიკის გულის ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული ტრენერები. წარმატებული მონაწილეები მიიღებენ ევროპის რეანიმაციის საბჭოს სერტიფიკატს.
სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS)
სიცოცხლის გადარჩენის პედიატრიული ბაზისური ალგორითმი (PBLS)
პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (First Aid)