ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 2014 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას: სტუდენტი სწავლობს კეთებით, რაც სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა მიმართული.
რას გულისხმობს იურიდიული დახმარება?
იურიდიული დახმარება გულისხმობს:
- უფასო იურიდიულ კონსულტაციას (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში;
- განცხადების, საჩივრის, სარჩელის/შესაგებლის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას;
- დაინტერესებული პირის უფასო წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.
ვის შეუძლია იურიდიული დახმარების მიღება?
იურიდიული დახმარების მიღება შეუძლია:
- საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ პირს;
- საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ ნებისმიერ იურიდიულ პირს.
ვინ გაგიწევთ მომსახურებას?
იურიდიულ მომსახურებას ახორციელებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგიტრო პროგრამის სტუდენტები და ზედამხედველი ადვოკატები.
დაინტერესებულ პირს იურიდიული დახმარების მისაღებად შეუძლია:
- დაუკავშირდეს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრს ელ. ფოსტის – ან ტელეფონის – 2 42 44 40 მეშვეობით;
- მიმართოს იურიდიული დახმარების ცენტრს, სამუშაო დღეებში 10:00 სთ-იდან 18:00 სთ-მდე (შესვენება 14:00 სთ-იდან 15:00 სთ-მდე) მისამართზე: ნოდარ ბოხუას ქ. N9, ქ. თბილისი;
- მიმართოს იურიდიული დახმარების ცენტრს Facebook-ის საშუალებით.