ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲘᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲐᲓᲕᲝᲙᲐᲢᲘᲠᲔᲑᲐ

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტთა კონსულტირებისა და ადვოკატირების ოფისი, ოფისის საქმიანობა ეფუძნება ეთიკურ პრინციპებს და ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა მრავალფეროვნება, თანასწორობა, მიუკერძოებლობა და უსაფრთხოება. ოფისის მთავარი მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტების უფლებებისა და ინტერესების ადვოკატირება და დაცვა, რაც გულისხმობს: სტუდენტების საჩივრებისა და მოთხოვნების განხილვას, ასევე ჩართულობას უნივერსიტეტის  მრავალფეროვნებისა და თანასწორობის პოლიტიკის და გენდერული თანასწორობის გეგმის განხორციელებაში.  რისი მიზანიცაა შეიქმნას გარემო, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანობა, ინკლუზიურობა და თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის.

სტუდენტთა კონსულტირებისა და ადვოკატირების ოფისი შედგება სტუდენტების კონსულტირებისა და ადვოკატირების ოფიცრისგან (ომბუდსმენი) და კორდინატორებისგან. სტუდენტთა ომბუდსმენის  მთავარი მოვალეობაა სტუდენტების უფლებების  ადვოკატირება  უნივერისტეტის მასშტაბით და მათი პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.  ომბუდსმენი მოქმედებს როგორც ნეიტრალური მხარე, და ეხმარება სტუდენტებს უნივერსიტეტის პოლიტიკასა და პროცედურებში ნავიგაციაში. ოფისი აგრეთვე ჩართულია სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო ინიციატივების შემუშავებაში, რომელთა მიზანია სტუდენტებისთვის ცნობიერბის ამაღლება მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ.

სტუდენტთა კონსულტირებისა და ადვოკატირების ოფისთან შეხვედრის დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინ, სადაც სტუდენტს შეუძლია აირჩიოს შეხვედრისთვის მისთვის ხელსაყრელი დრო და ფორმა.

ოფისთან შეხვედრის დასაჯავშნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლინკი: - https://new-vision-university1.odoo.com/book/students-consulting-and-advocacy-office-1

საკონტაქტო ელ. ფოსტა: sca@newvision.ge