ᲙᲐᲠᲘᲔᲠᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიზანია წაახალისოს სტუდენტებში კრეატიულობა, დადებითი სოციალური ცვლილებებისა და კარიერული განვითარებისადმი სწრაფვა, რაც ინოვაციური სასწავლო პროგრამებისა და სწავლების მეთოდების დანერგვის პარალელურად, პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სერვისებით მიიღწევა.
კარიერული არჩევანი
ნიუ ვიჟენ უნივერსისტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ნებისმიერ სფეროში შეიქმნან სასურველი კარიერა. უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხი არ შემოიფარგლება ვიწრო სპეციალიზაციით, ამის ნაცვლად აქტუალურია მიდგომა – „სტუდენტი ქმნის თავის პროფილს“. ეს კი საწინდარია მრავალფეროვანი პროფესიული წარმატების. სწავლის დასასრულს, სტუდენტებს უკვე აქვთ გააზრებული და ჩამოყალიბებული პროფესიული პორტფოლიო და კარგად განვითარებული ანალიტიკური და მენეჯერული უნარ-ჩვევები. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩაბარებით სტუდენტი იქმნის კარიერული წინსვლის საფუძველს, ვინაიდან მოქნილი სასწავლო პროგრამები მას ცვლილებებისა და განსხვავებულ სექტორში ადაპტაციისთვის ამზადებს.
კარიერული განვითარების შესაძლებლობები ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სტუდენტებს კარიერული განვითარების საშუალებას აძლევს საჯარო, არასამთავრობო და კერძო სექტორში, აგრეთვე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში შემდეგი მიმართულებით: ჯანდაცვა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ფინანსური სერვისები, მენეჯმენტი, თემზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება, ბავშვთა კეთილდღეობა, განათლება და საჯარო ადვოკატირება.
კარიერული განვითარების ხელშეწყობა
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ოფისი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სხვადასხვა სახის სერვისებს სთავაზობს, მათ შორის: კარიერის დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღებისა და დასაქმების მიმართულებით. ოფისის თანამშრომლები მზად არიან სტუდენტებს დაეხმარონ სტაჟირების, ნახევარგანაკვეთიანი და სრულგანაკვეთიანი სამსახურის მოძიებაში. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მიმართონ კარიერული განვითარების ხელშემწყობ ოფისს შემდეგი სახის რჩევებისათვის: კარიერული განვითარების, პროფესიული მიზნების შეფასების, სამსახურისა და სტაჟირების მოძიების სტრატეგიების, ეფექტური რეზიუმეს, საინფორმაციო წერილისა და სამოტივაციო წერილის დაწერის, ინტერვიუსთვის მომზადების, ხელფასზე მოლაპარაკების შესახებ. კურსდამთავრებულთათვის დამატებით შექმნილია კურსდამთავრებულთა განვითარების პროგრამა, რომელიც მათ პიროვნულ და კარიერულ წინსვლაზეა ორიენტირებული.
ინდივიდუალური კონსულტაციების გარდა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ვორკშოპებსა და ღონისძიებებს, სადაც გაიცნობენ დარგის ექსპერტებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი მსურველთათვის ღიაა ყოველ სამუშაო დღეს. შეკითხვებისათვის გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე - careerservices@newvision.ge.
სტუდენტებს შეუძლიათ ჩაეწერონ ინდივიდუალურ კონსულტაციაზე შემდეგი ბმულის მეშვეობით.