ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘᲡ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲐ

საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, აგრეთვე დაწესებულების პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის შეფასებას ახორციელებს ხარისხის კულტურის კომიტეტი. ხარისხის უზრუნველყოფა არის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების პირობების ნაწილი და ეფუძნება პრინციპს: „დაგეგმე – განახორციელე – შეამოწმე – განავითარე“.ამ უწყვეტი ციკლის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პერმანენტული გაუმჯობესება, ასევე ნაკლოვანებების თავიდან აცილება შეძლებისდაგვარად წინმსწრები ღონისძიებებით, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში – დროული რეაგირებით.


ხარისხის კულტურის ინსტრუმენტები