Fri 24 Mar
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გაეროს გლობალურ შეთანხმებას შეუერთდა
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი შეუერთდა გაეროს გლობალურ შეთანხმებას (UN Global Compact), რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა.
გაეროს გლობალური შეთანხმების ვალდებულების წერილზე ხელმოწერით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, საკუთარი სტრატეგიული აქტივობებით ხელი შეუწყოს გლობალური საზოგადოების მიზნების მიღწევას, განსაკუთრებით, თანამშრომლობისა და ინოვაციის ნაწილში და განახორციელოს საკუთარი საქმიანობა ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოსა და კორუფციასთან ბრძოლის ათი პრინციპის შესაბამისად.
გაეროს გლობალური შეთანხმება აერთიანებს 21 631 მონაწილეს მსოფლიოს 162 ქვეყნიდან და ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი, ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.