Thu 1 Jun

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანგირების მიხედვით 300 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც წარმოდგენილია თაიმსის მსოფლიოს უნივერსიტეტების რანგირების - Times Higher Education Impact Rankings -ის 2023 წლის გამოცემაში.

ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, ჯანდაცვის პროფესიების ხელშეწყობისა და მედიცინის მიმართულებით განხორციელებული კვლევების საფუძველზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მსოფლიოს 300 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.

Times Higher Education IMPACT rankings უნივერსიტეტების გლობალური რეიტინგის სისტემაა, რომელიც აფასებს უნივერსიტეტების შედეგებს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის (SDG) მიღწევის ჭრილში. შეფასების ინდიკატორების ოთხი ძირითადი ჯგუფი სწავლებასა და კვლევასთან ერთად მოიცავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და საზოგადოების ჩართულობისთვის განხორციელებულ აქტივობებს.

უნივერსიტეტი 301-400 პოზიციაზეა SDG17 - „გლობალური თანამშრომლობა“ მიმართულებით, რომელიც აფასებს უნივერსიტეტის მიერ მიზნების მხარდაჭერას გლობალური თანამშრომლობითა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი 401-600 პოზიციას იკავებს მე-16 მიზანთან - „მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები“ მიმართებით. იმავე პოზიციას იკავებს სოციალური უთანასწორობის საკითხების კვლევის, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერისთვის - SDG10 - შემცირებული უთანასწორობა.

რანგირების შედეგები იხილეთ ბმულზე: https://www.timeshighereducation.com/impactrankings