სოფიო ჯოხაძე
ასოცირებული პროფესორი, კერძო სამართლის მიმართულებით
სოფიო ჯოხაძეს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი და სამართლის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ხოლო   2021 წელს – სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ. მას აქვს კერძო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა ჰოლდინგების იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2007 წლიდან გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი. ასევე, ლიცენზირებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი და ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის წევრი და ტრენერი. გავლილი აქვს მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი.