Sat 2 Apr

პრეზენტაცია უნივერსიტეტების საერთაშორისო რანჟირების სისტემებთან დაკავშირებით

31 მარტს, სტრატეგიული განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის კომიტეტმა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, პრეზენტაცია გამართა უნივერსიტეტების საერთაშორისო რანჟირების სისტემებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე პერსონალი გაეცნო უნივერსიტეტების რანჟირების სხვადასხვა სისტემას, მათ მოთხოვნებს, მეთოდოლოგიას, შეფასების ძირითად ინდიკატორებს და სხვა მახასიათებლებს.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამომავლო ხედვა უნივერსიტეტის რანჟირების სისტემებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის მოკლე და გრძელვადიანი გეგმები და პერსპექტივები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საუნივერსიტეტო საზოგადოებაში ინფორმაციის ფართოდ გაზიარებასა და მიმდინარე პროცესებზე მათი უკუკავშირის მიღებას.