Mon 19 May

კონფერენცია "Social Innovations for Sustainable Regional Development"

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში "Social Innovations for Sustainable Regional Development", რომელიც ჩატარდა კლაიპედას უნივერსიტეტში, ლიტვაში, 8-9 მაისს.

განათლების სკოლის დეკანმა და სტრატეგიული განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა თინათინ გაბრიჩიძემ წარადგინა მოხსენება "University Student-Led Teaching for Sustainable Development: A Social Innovation Approach to Civic and Sustainability Education in Schools", რომელშიც განიხილა სწავლების მეთოდები და მიდგომები მდგრადი განვითარებისა და სამოქალაქო განათლების სფეროში. მოხსენებაში აქცენტი გაკეთდა "სწავლება სწავლით" მიდგომასა და რეალურ პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებაზე, რაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გამოცდილებას ეფუძნება.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პროფესორი დავით კერესელიძე მოხსენებით "Modernizing Society Through Football's 'Soft Power'", სადაც წარადგინა ფეხბურთის როლი სოციალურ ტრანსფორმაციაში, რაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევითი მიმართულებაა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა სოციალური ინოვაციებისა და მდგრადი რეგიონული განვითარების საკითხების განხილვას, რაც ეხმიანება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მისიას - მდგრადი განვითარების მხარდაჭერასა და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობას.