4-8 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სასტუმრო „მზეთამზე“-ში ჩატარდა „ნიუ ვიჟენ საზაფხულო სკოლა 2022“.
მასში „ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადა 2022“-ის ესსეების კონკურსისა და სამოქალაქო განათლების ტურის გამარჯვებული მოსწავლეები მონაწილეოდბნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაეუმჯობესებინათ ეფექტიანი კომუნიკაციის, ლიდერობის, გუნდური მუშაობის, დებატებისა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის უნარები.
საზაფხულო სკოლის პროგრამას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან და მასში ინტეგრირებულია შემეცნებითი, სპორტული და გასართობი აქტივობები.