თინათინ გაბრიჩიძე

თინათინ გაბრიჩიძე
ასისტენტი განათლების მეცნიერებების მიმართულებით
პოლიტიკა

თინათინ გაბრიჩიძეს მინიჭებული აქვს სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრისა და განათლების მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი. ამჟამად, ის არის განათლების მეცნიერებების პროგრამის დოქტორანტი და მუშაობს დისერტაციაზე უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხებზე.  იგი 2015 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი, მონაწილეობა აქვს საერთაშორისო პროექტებში, 2019 წელს ის იყო ევროპული უნივერსიტეტის ასოციაციის (EUA) თემატური ჯგუფის - „სტუდენტთა შეფასება“ წევრი, ამჟამად კი აგრძელებს მუშაობას თემატურ ჯგუფში „სტუდენტთა დასაქმებადობის უნარები“. 2017 წლიდან არის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი.