Join nvu community in combating covid-19

სურეია იგიტ

სურეია იგიტ
პროფესორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
პოლიტიკა

სურეია იგიტს მიენიჭა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში, ლონდონის ეკონომიკის სკოლისგან. ხოლო, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი - კემბრიჯის უნივერსიტეტისგან. ასევე, მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი დონეცკის ეროვნულ უნივერსიტეტში. მას აქვს უნივერსიტეტებში სწავლების გამოცდილება სკანდინავიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში.

სურეია იგიტის კვლევითი ინტერესის სფეროებია ბრიტანული პოლიტიკა, ცენტრალური აზიის საგარეო პოლიტიკა და პოსტკომუნისტური ტრანზიცია. ამჟამად ის არის რეგიონული განვითარების კვლევების ინსტიტუტის თავმჯდომარე და თანადამფუძნებელი, რომელიც ნიუ-იორკშია დაფუძნებული. ასევე, ის გახლავთ ქალთა დემოკრატიის ქსელის (ZDS) უფროსი მკვლევარი ყირგიზეთის რესპუბლიკაში. მისი უკანასკნელი წიგნია "მონღოლეთი - ევროკავშირის ურთიერთობები", რომელიც გამოიცა 2018 წელს.