Join nvu community in combating covid-19

რანჯიტ რავინდრა კუჯუპილი

რანჯიტ რავინდრა კუჯუპილი
პროფესორი ორთოპედიული ქირურგიის მიმართულებით
მედიცინა

2007 წელს, რანჯიტ რავინდრა კუჯუპილი ბაზილდონისა და თაროკის საუნივერსიტეტო კლინიკაში ქირურგ-ორთოპედ კონსულტანტად დაინიშნა. რანჯიტ რავინდრა კუჯუპილმა ასპირანტურა ინგლისში (ლივერპული, ბორნმუთი, ჰეროგეითი), ირლანდიასა და აშშ-ში გაიარა. მას სტიპენდია მიენიჭა ზრდასრულ პაციენტებში ხერხემლის მკურნალობისთვის კლივლენდის კლინიკაში, აშშ, და მუხლის ქირურგიული ოპერაციისთვის ბორნმუთის სამეფო კლინიკაში ბაზილდონისა და თაროკის კლინიკასთან ერთად. მან ასევე მიიღო სამგზავრო დაფინანსება, რითაც 2008 წელს გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრში ჩავიდა.

ბოლო ხანებში მან დაიკავა შემდეგი თანამდებობები: ორთოპედიული კლინიკის დირექტორი ბაზილდონისა და თაროკის კლინიკაში (2019 წლიდან დღემდე); გაერთიანებული ჯგუფის კადრების მომზადების დირექტორი ამავე ჰოსპიტალში (2012-2014); პარლამენტის ჯანდაცვის სამსახურის ომბუდსმენის ასოცირებული კლინიკური მრჩევლი (2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე); ვენური თრომბოემბოლიის განხრის ხელმძღვანელი თაროკისა და ბაზილდონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (2014 წლის თებერვლიდან დღემდე); ტრავმატოლოგიისა და სარკომული ორთოპედიის განხრის ხელმძღვანელი (2014 წლის მარტიდან დღემდე); თაროკისა და ბაზილდონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ქირურგიულ განყოფილებაში მოლაპარაკებათა წარმოების ადგილობრივი კომიტეტის წევრი (2017 წლის ივლისიდან დღემდე).