Join nvu community in combating covid-19

რაჯივ სკანდაკუმარ ვაიკუნთანათანი

რაჯივ სკანდაკუმარ ვაიკუნთანათანი
ასოცირებული პროფესორი ზოგადი თერაპიის მიმართულებით
მედიცინა

რაჯივ სკანდაკუმარ ვაიკუნთანათანს ზოგადი პრაქტიკის ექიმად მუშაობის 18-წლიანი სტაჟი აქვს. ამჟამად ის ლანელიში, სამხრეთ უელსში, ეშ-გრუვის ქირურგიულ კლინიკაში თერაპევტად მუშაობს. ის ზოგადი პრაქტიკის ტრენერი და Year 2 ფონდის ზედამხედველია.

რაჯივ ვაიკუნთანათანმა სამეფო-საჰაერო ძალები, სადაც საავიაციო ფრთის მეთაური იყო, 16 წლიანი ოფიცრობის შემდეგ დატოვა. ამის შემდეგ ის ზოგადი პრაქტიკის ექიმად ბაურნ-ენდისა და ვუბარნ-გრინის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა, მოგვიანებით კი ეილისბერიში, ბედგრუვის ქირურგიულ კლინიკაში შტატიან თანამშრომლად დაიწყო მუშაობა.

დიაბეტის კვლევის კლინიკა სთოუქ-მენდვილ-ჰოსპიტალში ასოცირებულ სპეციალისტად მუშაობით პირველი და მეორე ტიპის დიაბეტის მართვის ცოდნა და გამოცდილება შეიძინა. ამას გარდა, რაჯივ სკანდაკუმარ ვაიკუნთანათანს სერიოზული მომზადება აქვს გავლილი საავიაციო მედიცინაში და დიდი ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ავიასამედიცინო ექსპერტად გვევლინება.