ნინო ნიჟარაძე

2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამჟამად, იგი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი საჯარო სამართლის მიმართულებით. 2002-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული კლინიკის სტაჟიორი. 2004-2016 წლებში მას ეკავა სხვადასხვა პოზიცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. 2016 წლიდან არის სს „სილქნეტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო 2018 წლიდან - შპს „ჯეოსელის“ იურიდიული დეპატრამენტის უფროსის მოადგილე. 2009-2010 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი საჯარო სამართლის მიმართულებით; 2009-2018 წლებში კი თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი საჯარო სამართლის მიმართულებით. 2017 წელს ნინო ნიჟარაძე იყო ევროსაბჭოს ექსპერტი მაუწყებლების მიერ წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქების სამართლებრივ საკითხებში.