ნინო კოპალეიშვილი

ნინო კოპალეიშვილი
პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით
პოლიტიკა

ნინო კოპალეიშვილს 2012 წელს მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. 2007-2009 წლებში დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო განათლების განვითარების მიმართულებით. 2003 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლა. 2003-2005 წლებში იყო გაზეთ „მესენჯერის“ აღმასრულებელი რედაქტორი. 2009-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. 2010-2011 წლებში იყო პროგრამების განვითარების დეპარტამენტის კოორდინატორი სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ხოლო 2011-2012 წლებში - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი. 2013-2015 წლებში მუშაოდა სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსად, 2015-2017 წლებში - ამავე ცენტრის ბოლონიის პროცესის ხელშეწყობისა და ევროინტეგრაციის სამმართველოს უფროსად. იგი კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2017-2018 წლებში იყო კათოლიკური აკადემიური გაცვლითი პროგრამის (KAAD) სტიპენდიატი. არის ერთი წიგნისა და რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.