ნატალია ედიშერაშვილი

ნატალია ედიშერაშვილი
ასოცირებული პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით
პოლიტიკა

ნატალია ედიშერაშვილი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ანგლისტიკის (2001), მაგისტრის ხარისხს კი - ამერიკანისტიკის მიმართულებით (2005). სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, იგი მუშაობდა კვლევით ნაშრომზე ვაშინგტონის უნივერსიტეტში (სენტ-ლუისი, აშშ). სადოქტორო ნაშრომი მან ლაიდენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდებში) დაიცვა განათლების მიმართულებით და მოიპოვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი (2014). იგი 2000 წლიდან აქტიურადაა ჩართული განათლების სფეროში. ამჟამად არის „ფინური საერთაშორისო სკოლა - საქართველოს“ აკადემიური კონსულტანტი. 2016-2019 წლებში ის იყო აშშ-საქართველოს მთავრობების ინიციატივით განხორციელებული „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ მენეჯერი. მას აქვს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ აკადემიური მოღვაწეობის გამოცდილება - ასწავლიდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, ლუვენის (ბელგია), ლაიდენის (ნიდერლანდები) და ვაშინგტონის საერთაშორისო უნივერსიტეტებში (აშშ). მას ასევე აქვს აკადემიურ სფეროში მენეჯმენტის გამოცდილებაც. ნატალია ედიშერაშვილი არის ნიდერლანდების სამეფოში ქართული საკვირაო სკოლის დამფუძნებელი და ლაიდენის უნივერსიტეტში ქართული ენების, ისტორიისა და კულტურის კათედრის გახსნის ინიციატორი.