მაია გოცაძე

მაია გოცაძე
ასისტენტი კარდიოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

მაია გოცაძეს 2001 წელს მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია. 2003-2005 წლებში მან გაიარა კლინიკური ორდინატურა კარდიოლოგიის მიმართულებით. იგი არის სერტიფიცირებული ექიმი-ინტერნისტი, კარდიოლოგი, ექოკარდიოსკოპისტი, ექიმი-ტრენერი. 2016 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან კლინიკებში გადაუდებელი კარდიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, აგრეთვე მულტიპროფილურ კლინიკებში ექიმი-კარდიოლოგის, თერაპევტისა და კარდიოექოსკოპისტის პოზიციებზე. 2006 წლიდან დღემდე ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-კარდიოლოგი, ფუნქციური დიაგნოსტიკის ექიმი. იგი არის ათზე მეტი სამეცნიერო თეზისისა და სტატიის ავტორი. ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის პრაქტიკული ვებინარების, საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო კონფერენციებისა და სამეცნიერო სემინარების აქტიური მონაწილე. მაია გოცაძე სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ქსელის წევრია, მათ შორის: საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის, არითმიების მართვის ცენტრ RitmArt-ის, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების, ევროპის გულის უკმარისობის საზოგადოების, რუსეთის გულის უკმარისობის საზოგადოების, რეოლოგთა საზოგადოების, საქართველოს რეოლოგთა საზოგადოების ექიმი - მკვლევარი.