Join nvu community in combating covid-19

ქეთევან კობიაშვილი

ქეთევან კობიაშვილი
ასისტენტ-პროფესორი სიცოცხლის მეცნიერებების მიმართულებით
მედიცინა

ქეთევან კობიაშვილს 2014 წელს მიენიჭა ქიმიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ასევე, მას, 1997 წლიდან, აქვს მიღებული სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მაგისტრის წოდება. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა ქიმიურ ლაბორატორიაში, აქვს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება პედაგოგიკის მიმართულებით. 2018 წელს მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის - მენტორის სტატუსი. 2013 წლიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციებში. მისმა შრომებმა ინოვაციური ტექნოლოგიების და თანამედროვე მასალების სფეროში, სახელწოდებით „თანამედროვე კვლევები და მათი გამოყენების პერსპექტივები ქიმიაში“, დიდი გამოხმაურება და დაინტერესება გამოიწვია მსოფლიო ქიმიკოსთა ასოციაციაში. იგი მრავალგზის იქნა მიწვეული საზღვარგარეთ, საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებზე. არის მრავალი მეთოდური და ინოვაციური სამეცნიერო შინაარსის სტატიების ავტორი.