ირინე სახელაშვილი

ირინე სახელაშვილი
ასოცირებული პროფესორი ფიზიოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ნეირომეცნიერების მიმართულებით. 2015-2016 წლებში სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში (იტალია), დოქტორანტურის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. აქვს პრაქტიკოსი ნევროპათოლოგისა და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამასთან, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში, ასევე, სოციალური დახმარების სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსად; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში; აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (UNDP, USAID; TEMPUS; Peace Corps, etc). მოპოვებული აქვს სამეცნიერო გრანტები და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები. იგი არის GNA საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაციის, FENS ევროპის ნეირომეცნიერთა საზოგადოებების ფედერაციისა და AMEE სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის წევრი და რევიუერი.