გვანცა დავითაშვილი

გვანცა დავითაშვილი
პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
პოლიტიკა

გვანცა დავითაშვილს მიენიჭა LL.M ხარისხი ავსტრიის, გრაცის უნივერსიტეტისგან 2011 წელს (LL.M in South East European Law and European Integration, University of Graz). 2011-2012 წელს მუშაობდა ავსტრიის კვლევით ცენტრში Russian East European Legal Studies Centre, უმცროს მკვლევარად. გვანცა დავითაშვილი ფლობს დოქტორის ხარისხს, საერთაშორისო ურთიერთობებში, ბასკეთის სახელმწიფო უნივესიტეტისგან (Universidad del Pais Vasco). 2009-2010 წლებში იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის პროექტის „სამართლის კლინიკა“ კოორდინატორი, 2012-2013 წლებში მიწვეული ლექტორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2016-2017 წლებში მიწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. სხვადასხვა დროს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებში ექსპერტად, მათ შორის USAID და ევროპული კავშირის გრანტების ფარგლებში, აგრეთვე აქვს გამოცდილება Jean Monnet პროექტებში აკადემიურ კოოდრინატორად და მონაწილედ მუშაობის. სხვადასხვა დროს, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, ესპანეთში, თურქეთში და საფრანგეთში კითხულობდა ლექციებს მიწვეული ლექტორის სტატუსით.  ამჟამად არის სრული პროფესორი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსი.