გოდვინ კაჩაპილ საიმონ

გოდვინ კაჩაპილ საიმონ
პროფესორი შინაგანი მედიცინის მიმართულებით
მედიცინა

დოქტორმა საიმონმა თრისურის სამედიცინო კოლეჯი დაამთავრა. მან დაასრულა რეზიდენტურა შინაგანი დაავადებების განხრით ჩანდიგარჰის პრესტიჟულ დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო-კვლევით ინსტიტუტში და მედიცინის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.  უესექსში სპეციალისტ-ორდინატორის კურსის დასრულების შემდეგ მას სერტიფიკატი საერთო მედიცინის, დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიის შესწავლაში გადაეცა უმაღლესი სამედიცინო განათლების გაერთიანებული კომიტეტის მიერ. მას გლაზგოს ექიმთა და ქირურგთა სამეფო კოლეჯის სტიპენდია და ლონდონის სამეფო კოლეჯის სტიპენდია დაენიშნა.

დოქტორ საიმონს ნამუშევარი აქვს სხვადასხვა კურსის დირექტორად და არის სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი სტუდენტებისა და ასპირანტებისთვის. ამავე დროს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში არის სტუდენტთა გამომცდელი MRCP PACES გამოცდებზე. ის აგრეთვე არის „აღმოსავლეთ ინგლისის ჯანდაცვის სწავლების“ (Health Education East of England) ასპირანტების შემფასებელი. სხვადასხვა დროს დაკისრებული ჰქონდა განსხვავებული მოვალეობები. იყო უსაფრთხო სამუშაო გარემოს დამცველი, მართვის განყოფილების ხელმძღვანელი და განყოფილების მთავარი შემფასებელი.   

ამჟამად არის გადაუდებელი მედიცინის კლინიკური დირექტორი და სიკვდილიანობის აღრიცხვისა და დაავადებათა კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი ბაზილდონისა და თაროკის საუნივერსიტეტო კლინიკაში.  მან წამყვანი როლი შეასრულა სიკვდილიანობის ანალიზისთვის ელექტრონული ხელსაწყოს „სმარტის“ შემუშავებაში, რომელიც ექიმთა სამეფო კოლეჯის მიერ განვითარებულ SJR-მეთოდოლოგიას მოიცავს და პათოლოგთა სამეფო კოლეჯის მიერ რეკომენდებულ სასამართლო მედიკოსის დაუყოვნებელ ანალიზს ეფუძნება.  

ასპირანტთა სწავლების მოდელირებისათვის მას მესამე ეროვნული პრემია, ხოლო ბარძაყის ძვლის მოტეხილობით გამოწვეული სიკვდილობის შემცირებისთვის პირველი ეროვნული პრემია მიენიჭა. ის არის კლინიკური კვლევებისთვის მიძღვნილი ჟურნალების რედკოლეგიის წევრი და ამავე პრობლემაზე მომუშავე საიტის ხელმძღვანელი.  აქვს გამოცდილება დიაბეტის მკურნალობის ახლებურ მეთოდებში, მათ შორის ფეხმძიმობის დროს, მეტისმეტი სიმსუქნის, ფარისებრის, ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებებისა. მის ინტერესებში ასევე შედის გადაუდებელი ჰოსპიტალური დახმარება, მყისიერი სასწრაფო დახმარება, მოდელირებული სწავლება და პაციენტის უსაფრთხოება.