Join nvu community in combating covid-19

ერთან ერელი

ერთან ერელი
ასოცირებული პროფესორი პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით
მედიცინა

ერთან ერელი არის პლასტიკური და აღდგენითი ქირურგ-კონსულტანტი ნორთ-მიდლენდის საუნივერსიტეტო კლინიკაში, გაერთიანებულ სამეფოში. ერელმა სადოქტორო თურქეთში, ერზრუმის ეგეოსის უნივერსიტეტში დაიცვა, ხოლო საბაზისო ქირურგიული მომზადება იორქშირში გაიარა და ედინბურგის FRCS-ის ხარისხი მიიღო. ერთი წელიწადი სრულ განაკვეთზე პლასტიკურ ქურურგიაში კვლევას მიუძღვნა (საშუალო ნერვის დაცურება), რისთვისაც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯმა მეცნიერებათა მაგისტრის წოდება მიანიჭა. პლასტიკურ ქირურგიაში მომზადება უესტ-მიდლენდის რეგიონში გაიარა და ედინბურგში FRCS-ის ხარისხი მიიღო. სტაჟირება აქვს გავლილი სტამბოლში ქირურგიის განხრით, ხოლო გენტში, იზმირსა და კემბრიჯში მიკროქირურგიის განხრით. მის განსაკუთრებულ ინტერესებში შედის სარძევე ჯირკვლის აღდგენა  უპერფორატოროდ და ნაწიბურის გარეშე, რინოპლასტიკა, კანის კიბო და კოსმეტიკური ქირურგია.

ერთან ერელი ფართო კვლევითი პორტფელით გამოირჩევა, სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 25 სტატია, ხოლო ეროვნულ და საერთაშორისო დონის შეხვედრებეზე ჩატარებული აქვს 48 პრეზენტაცია. 2016 წელს პლასტიკური ქირურგიის წიგნში „მკერდის აღდგენა: ხელოვნება, მეცნიერება და ახალი კლნიკური ტექნიკა“ დაწერა ერთი თავი. მისტერ ერელი აქტიურად არის ჩართული სტუდენტებისა და პლასტიკური ქირურგიის მომზადებაში და OSCE-სა და FRCS-ის გამოცდებს იბარებს. ამას გარდა, თურქულ ჟურნალში „პლასტიკური ქირურგია“ მიმომხილველად მუშაობს და წევრია ბრიტანული პლასტიკური და ესთეტიკური აღდგენითი ქირურუგიის ასოციაციისა (BAPRAS), ბრიტანული ესთეტიკურ-პლასტიკური ასოციაციისა (BAAPS), თურქული პლასტიკური, აღდგენითი და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოებისა (TPRECD) და ესთეტიკურ-პლასტიკური ქირურგიის თურქული საზოგადოებისა (TSAPS).