Join nvu community in combating covid-19

დავით ათაბეგაშვილი

დავით ათაბეგაშვილი
ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
სამართალი

დავით ათაბეგაშვილს მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი (PhD) საერთაშორისო კომერციული ტრანსაქციების უზრუნველყოფის სამართალში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ, სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის სპეციალიზაციით (LL.M) ჩიკაგო-კენტის სამართლის კოლეჯის (ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, აშშ.) მიერ და ასევე, მაგისტრის და ბაკალავრის ხარისხი კერძო სამართალში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

მას, 2016 წელს, გერმანიაში, გავლილი აქვს ზაარლანდის უნივერსიტეტის, ევროპის ინსტიტუტის და ოზენჰაუზენის ევროპის აკადემიის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი, ევროპის კავშირის სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, DAAD-ის დაფინანსებით. ასევე, 2018 წელს, ესტონეთში, გავლილი აქვს ტარტუს უნივერიტეტის იოჰან სკიტის სახელობის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კურსი, სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით, DESCnet-ის დაფინანსებით.

დავით ათაბეგაშვილი არის ათამდე პუბლიკაციის და კვლევის ავტორი. იგი 2005 წლიდან საქმიანობს სხვადასხვა იურიდიულ კომპანიებში და კომერციულ ბანკში. 2007 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2014-2018 წლებში იყო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრში სტუდენტების სუპერვაიზერი. 2017 წელს, მას ეკავა ასისტენტის აკადემიური თანამდებობა, ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. ხოლო 2019 წლის მაისიდან არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, კერძო სამართლის მიმართულებით.