Join nvu community in combating covid-19

ცისმარ გათენაძე

ცისმარ გათენაძე
ასოცირებული პროფესორი ონკოლოგიისა და პლასტიკური გინეკოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

ცისმარი გათენაძემ, 1999 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1999-2001 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა მეანობა-გინეკოლოგიაში სანკტ-პეტერბურგის აკ. მეჩნიკოვის სახელობის სამედიცინო აკადემიაში, МАПО-II დეპარტამენტი, რუსეთი. 2000-2002 წლებში - ასპირანტი მაძიებელი ონკოლოგიაში, პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი. 2010 წელს მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2018 წ. გაიარა ჰიპერთერმული ინტრაპერიტონეალური ქიმიოთერაპიის პრაქტიკული კურსი (HIPEC Course), Fellowship პროგრამით ონკოგინეკოლოგიურ ციტორედუქტიულ ქირურგიაში, თელ-ავივის სამედიცინო ცენტრში SHEBA, ისრაელი. 2018 წ. გაიარა Fellowship კლინიკური საგრანტო პროგრამა ქირურგიის კურსი: „რობოტული ლაპარასკოპია და პლასტიკური ქირურგია გინეკოლოგიაში“ ქ. ჰაიფის სამედიცინო ცენტრში RAMBAM, ისრაელი. 2013 წელს Fellowship პროგრამით გაიარა ენდო–ვიდეო–ქირურგია გინეკოლოგიაში, სანკტ-პეტერბურგში.

2002-2013 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრის კიბოს ეპიდემიოლოგიის, პრევენციისა და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 2013–2015 წლებში - კლინიკა „ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალის“ გინეკოლოგიის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. 2017-2019 წლებში ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის (BAU) გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელად.

2019 წლიდან დღემდე მიწვეული ლექტორის სტატუსით ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის უცხოენოვან (ინგლისურ) სექტორში.

2013 წლიდან დღემდე მიწვეული კონსულტანტის სტატუსით ონკო-გინეკოლოგის სპეციალობით მოღვაწეობს „ბათუმის სამედიცინო საზღვაო ცენტრში“, საქართველო-ისრაელის ერთობლივ კლინიკა „გიდმედში“, დავით გაგუას სამედიცინო ცენტრსა და შპს „ბათუმის სამშობიარო სახლში“.

2004 წლიდან დღემდე არის ევროპისა და საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2012 წლიდან დღემდე სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული გაერთიანების (ESMO) წევრი. პერმანენტულად მონაწილეობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სიმპოზიუმებში, კონფერენციებსა და კონგრესებში. ქართულ და უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს რიგი ნაშრომები და პუბლიკაციები, გამოცემული აქვს ერთი მონოგრაფია.

2019 წელს დუბაის „გლობალური საერთაშორისო კონფერენცია ქირურგიისა და ანესთეზიის შესახებ (GCSE-2019)“ წარდგენილი მოხსენებისთვის: „ერთობლივი ქირურგიული პროცედურების პრინციპები და პრაქტიკა ონკო-გინეკოლოგიაში“ მიენიჭა სერტიფიკატი: ფენომენალური ზეპირი პრეზენტაციისთვის, დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები. აქვს 21-წლიანი უწყვეტი პრაქტიკული გამოცდილება ონკო-გინეკოლოგიაში. 2011 წ. მიენიჭა აჭარის რეგიონში წლის საუკეთესო ექიმის წოდება.