Join nvu community in combating covid-19

ბუდუ შალამბერიძე

ბუდუ შალამბერიძე
ასისტენტი ნეიროქირურგიის მიმართულებით
მედიცინა

ბუდუ შალამბერიძემ განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, აკადემიკოს სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტში მიიღო.

ბუდუ  შალამბერიძეს აქვს 22-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში. მუშაობდა აკადემიკოს სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტში ნეიროქირურგიულ განყოფილებაში - ექიმ ნეიროქირურგად, ასევე აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ექიმ ნეიროქირურგად. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ექიმ ნეიროქირურგად. ხოლო 2015 წლიდან დღემდე სს „ევექსის ჰოსპიტლების“ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში უკავია სამედიცინო დირექტორის და ნეიროქირურგის თანამდებობა.

ბუდუ შალამბერიძემ გაიარა არაერთი სასწავლო კურსი უცხოეთში: სასწავლო კურსი - დანიაში, ოლბორგის ჰოსპიტალში - ავსტრიაში, ზალცბურგში  ვეილ-კორნელის სემინარი ნეიროქირურგიაში. სასწავლო კურსი ავსტრიაში, ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ვეილ-კორნელის სემინარი ნეიროქირურგიაში, სასწავლო კურსი ჩეხეთში - ბრნოს საუნივერსიტეტო კლინიკაში. სასწავლო კურსი ბერლინში - შარიტეს კლინიკაში.  

ბუდუ შალამბერიძეს, ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული კლინიკურ კვლევებში.