Join nvu community in combating covid-19

ანი რუხაძე

ანი რუხაძე
ასისტენტი საჯარო სამართლის მიმართულებით
სამართალი

ანი რუხაძეს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა 2014 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ხოლო საერთაშორისო სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი - 2017 წელს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ. ამჟამად, ის არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი.

ანი რუხაძეს აქვს კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, კერძოდ, 2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში, ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწედ, 2014-2015 წლებში, შპს „თბილისი ენერჯის“ იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტის, ხოლო 2015-2019 წლებში - ჰოლდინგური კომპანია შპს „ჯი-თი გრუპის“ მთავარი იურისტის თანამდებობაზე. ამჟამად, მუშაობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე.

ანი რუხაძეს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა კერძო სამართლის მიმართულებით. ამასთან, მას წარმატებით აქვს მონაწილეობა მიღებული Philip C. Jessup-ისა და Willem C. Vis-ის სახელობის საერთაშორისო იმიტირებული პროცესების საერთაშორისო რაუნდებში.